Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

1000-მდე პოლიციელი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს – იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე – გომელაური

მარშალ პრესი 05/02/2024
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება პოლიციელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი, ბოლო წლებში, მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა.

„სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა. ვახტანგ გომელაურმა თბილისში მიმდინარეობს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, სადაც 1000-მდე პოლიციელი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება ყოფილი სამართალდამცავების პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები. ასევე, 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Continue Reading

Previous: ეს ჩვენი ხარა-ხურა ოპოზიცია ხან აქეთ ეცემა, ხან იქით – ასეთი სიტუაციის შექმნა არა იმდენად ხელისუფლების სიძლიერის ბრალია, რამდენადაც ყარტა-ყურტა, მოღალატე ოპოზიციისა
Next: ვახტანგ გომელაური: სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025