IMG.GE IMG.GE

20 ივნისს ქართველმა პოლიციამ პარლამენტის შენობაში შტურმით შეჭრა არ დაუშვა, ეს იყო მისი მოვალეობა, მისი ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ოპოზიცია 20 ივნისს დაზარალებული ადამიანების ტრაგედიას, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ. უკიდურესად სამწუხაროა და არავინ ისე ამაზე არ წუხს, თქვენ გგონიათ, რომ უფრო მეტად წუხხართ. თქვენ რატომ არ წუხხართ უფრო მეტად იცით? რადგან თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მაკო გომურს თქვენ დღეში ასჯერ ახსენებთ, მე მის სახელს ასე არ ვიყენებ, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემ შორის, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემ შორის, ეს დაიმახსოვრეთ კარგად“, – მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება