Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლადო მგალობლიშვილი: ირაკლი კობახიძის სახით, საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი

მარშალ პრესი 05/02/2024
ლადო მგალობლიშვილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან” – საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი საქართველოს მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება.

„ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ურთულეს პოლიტიკურ გარემოში მოუწია საქმიანობა, რისთვისაც დიდ მადლობას იმსახურებს. ის „ქართული ოცნების“ გუნდის გამორჩეული ლიდერია და წარმატებას ვუსურვებ პარტიის თავმჯდომარის საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ფენომენალური პოლიტიკოსია – ყოველთვის წინ უსწრებს მოვლენებს, გაოცებულს და იმედგაცრუებულს ტოვებს ოპონენტებს. პრემიერის კანდიდატურა, პოლიტსაბჭოს, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და მთავარმა მრჩეველმა, ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, რასაც ითვალისწინებს პარტიის წესდება. ირაკლი კობახიძის სახით, საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი, რომელიც აქამდე ნებისმიერი ოპონენტისთვის დაუძლეველ ბარიერს წარმოადგენდა. მას აქვს როგორც მმართველობის, ისე სახელმწიფოს ფუნქციონირების უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს პრემიერის რანგში მის მორიგ წარმატებულ საქმიანობას. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ირაკლი კობახიძის პრემიერობით, ,,ქართული ოცნების’’ გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე გარდაუვალია, რაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე“, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

Continue Reading

Previous: ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში
Next: ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტარებს: დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ და ბევრ სასიკეთო შედეგს მივაღწევთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025