Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე პოდოლიაკის განცხადებაზე: უკრაინისთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია ის არის დამნაშავე

მარშალ პრესი 05/02/2024
კახა კალაძე

გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კონკრეტულ დანაშაულშია ბრალდებული და გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელის ვადა ამოეწურება.

„ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ მტერს არ ვუსურვებ, რაც უკრაინაში ხდება – ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი, უმძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე – სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც სასჯელს მოიხდის, გათავისუფლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: თეა ახვლედიანი: ყოველწლიურად იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესსა და სურვილს გამოთქვამს
Next: სისხლიანი დიქტატორი მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელდა – ექიმების დასკვნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025