IMG.GE IMG.GE

„გავრილოვი ამ შენობაში და ამ სავარძელში – ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაული“, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

„ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა და თუ კიდე რაიმე დარჩა გადასახადი, აგერ არჩევანი იქნება და ჩვენი მოქალაქე მოსთხოვს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, 20 ივნისს პროტესტი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დემონსტრანტების გვერდით იდგნენ, არ ახსენებდნენ, მათ იმას, რომ პოლიციელებზე თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„შეგიძლიათ რამდენიც გინდათ იყვიროთ, საბოლოო ჯამში ეს იქნება შეცდომა, როდესაც ქართულმა პოლიციამ პარლამენტის შენობაში შტურმით შეჭრა არ დაუშვა, იმიტომ რომ ეს მისი მოვალეობა იყო, ეს იყო მისი პირდაპირი ფუნქცია“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება