IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალდაბაში მდებარე ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით,  გეგმის თანახმად, ქუჩაზე მოეწყობა ბეტონის გზა და სანიაღვრე ქსელი. საერთო ჯამში, მოწესრიგდება 2 182 კვ. მ ფართობის ტერიტორია.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა და სამუშაოების პროცესს დაესწრო.

„ბეთანიის ქუჩის განახლება ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. დაზიანებული გზის და დიდი აღმართის გამო, ქუჩაზე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომანქანების მოძრაობა. ამიტომ, ჩვენთვისაც და აქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 381 350 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება