Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ არასოდეს შეისმინა ჩვენი – რუსა მორჩილაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეზე

მარშალ პრესი 03/02/2024
რუსა მორჩილაძე

პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ გიგა კობალაძემ ჩვენი არასოდეს შეისმინა. ჩვენი თანამშრომლობა იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი და დამამცირებელი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ განაცხადა.

„პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ არასოდეს შეისმინა ჩვენი. ეს თანამშრომლობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. ახლა შესულია საგამოძიებო უწყება და ჩვენ ყველანი ველოდებით. მე ამ პროცესებამდე ეჭვი უკვე მქონდა და ამიტომაც ერთ-ერთი პირველი წამოვედი იმ ორგანიზაციიდან. ჩვენი თანამშრომლობა იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი და დამამცირებელი. ეს იყო არა მხოლოდ ჩემი, არამედ ავტორების მთელი არმიის პრობლემა. იმედს ვიტოვებ, რომ სიმართლე გაირკვევა. თხოვნა, რომ ყურადღება მიექცეს იმ ზარალს, რომელიც მოგვაყენა გიგა კობალაძემ“, – აღნიშნავს კომპოზიტორი.

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო.

Continue Reading

Previous: საოკუპაციო ხაზთან ოპოზიციის ცრუ სიარული არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ
Next: ამ ქალის საცოდაობით აღარ ვარ – თამარ ჩერგოლეიშვილი ქეთი დევდარიანზე (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025