Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,100 წლის იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია

მარშალ პრესი 09/05/2022
5005
9 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,100 წლის იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია.
მთავრობის მეთაურმა ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და თარიღთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა იოსებ ტუხაშვილს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.
ომის ვეტერანმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვეტერანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არსებული ყურადღება ძალიან დასაფასებელია.
პრემიერთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ მიულოცა.

Post navigation

Previous: პრემიერმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მიაგო
Next: ხელვაჩაურის მერმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.