ქვემო ქართლის რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად განმეორებითი კვლევები ჩატარდება

299
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ხელმძღვანელობით, კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების (ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო – კვლევითი პლატფორმები“) წარმომადგენლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს „RMG Copper“-ისა და შპს „RMG Gold“-ის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე არსებული გარემოსდაცვითი მდგომარეობის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კერძოდ, რეკულტივაციის, წყლისა და ნიადაგის დაცვის შესახებ.

„ასევე განიხილეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისა და კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების აღსრულების საკითხი. შეხვედრაზე ისაუბრეს მეცხრე მოწვევის პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეიქმნის შემდეგ დაგეგმილი და განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.

კომპანიის მიერ განხორციელებული მიწის რეკულტივაციის მასშტაბებს სანაყაროებზე, ასევე მდინარეების დაბინძურების პრევენციის ღონისძიებებს და ახალ ტექნოლოგიებს, რომლებსაც RMG ნერგავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ რეკომენდაციები გაიცა კომპანიის საწარმოო და მომიჯნავე ტერიტორიებზე ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და შესწავლის მიზნით განმეორებითი კვლევების ჩატარების თაობაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება