PACE–ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ

271
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, ქვეყანაში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„გვქონდა საუბარი ყველა თემაზე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე ყველა თემაზე, ეს იყო საარჩევნო და სასამართლო რეფორმის საკითხები. რვა პარტიიდან, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს ოთხს დღემდე არ მოუწერია ხელი შარლ მიშელის დოკუმენტზე. მიშელის დოკუმენტის შესრულება ჩვენი პასუხისმგებლობაა. ამ დოკუმენტს ბოლომდე მივყვებით და აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრაში საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება