Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მინდა, დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს – პრემიერი

მარშალ პრესი 09/05/2022

პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება ამ ომში გამარჯვების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურებაა ამ ომში გამარჯვებაში. მინდა, მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ
Next: ელისო კილაძე “მთავარმა არხმა” და “ფორმულამ” დაბლოკეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025