Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა და დღეს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი

მარშალ პრესი 01/02/2024
მამუკა მდინარაძე

„ამ ქვეყანაში გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი“– ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მარტივი არ არის ამ პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის, დაუმსახურებელი ბევრი ტალახის სროლა მოდის ასეთი თანამდებობის პირების მიმართ, თითოეული ჩვენგანის მიმართ, ეს არ არის მარტივი. ვფიქრობ, რომ როდესაც სამი წლის განმავლობაში ქვეყანა შენი პრემიერ-მინისტრობის დროს ახდენს უდიდეს წარმატებებს და ამ პასუხისმგებლობას ასე წარმატებულად უძღვები, შემდეგ კითხვა, რომ აი ამ კომფორტიდან რატომ გამოვიდა- არარელევანტურია, აბსოლუტურად არ არის სწორი. ამას ახლავს პასუხისმგებლობა, რაღაცების გაძლება გვიწევს, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყნის პირველ პირზეა საუბარი. “-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ძლიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ტანდემი – შალვა პაპუაშვილი
Next: პროკურატურა ქოლ-ცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025