IMG.GE IMG.GE

„თუ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა გვექნება, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი დაიღუპოს“, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ სტრატეგიული ინიციატივების საკითხებში, რანიერი გუერამ, იტალიურ ტელეარხ Rai-სთან საუბარში განაცხადა.

„შევადაროთ ესპანურ გრიპს, რომელიც ზუსტად ისე მოქმედებდა, როგორც კოვიდი: ის ზაფხულში შესუსტდა და სექტემბერსა და ოქტომბერში გამძვინვარდა, მეორე ტალღის დროს დაიღუპა 50 მილიონი ადამიანი,” – განაცხადა გუერამ.

მისივე თქმით, დღემდე კორონავირუსის პანდემია ისე განვითარდა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდა.

„პანდემია ჩვენს მიერ გამოთქმული ვარაუდის შესაბამისად მოქმედებს,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება