Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვაქვს მკაფიო გეგმა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 01/02/2024
ირაკლი კობახიძე

„ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს მკაფიო გეგმა. ეს გეგმა პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას, გვაქვს კომუნიკაცია და მეც აქამდეც პირადად მქონდა მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის სამომავლო გეგმები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად მოხდება პროგრამის წარდგენა.

„ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის, ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე- ეს არის მოლაპარაკების გახსნა, მერე იმის შემდეგ ეტაპზე და ა.შ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, პროგრამას, მოვიტოვოთ შემდეგი დღეებისთვის, როცა ოფიციალურად მოხდება პარლამენტში პროგრამის წარდგენა, ამის შემდეგ გაიგებთ ყველაფერს იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი – ირაკლი კობახიძე
Next: არჩევნების დამაჯერებელი გამარჯვების საწინდარია: ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო პროცესების სათავეში, ირაკლი კობახიძე – ამ გამარჯვების მკვებავი და ბიძინა ივანიშვილი – ქვეყნის უახლესი ისტორიის შემოქმედი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.