Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამთავრობო კაბინეტში ცვლილებებს არ აპირებს და თანამდებობას მხოლოდ ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს

მარშალ პრესი 01/02/2024
ირაკლი კობახიძე2

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, მთავრობაში მხოლოდ ერთადერთი ცვლილება იქნება, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობას შეეხება და ეს თავად ჯუანშერ ბურჭულაძის სურვილით ხდება.

ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1-ლ თებერვალს, ჟურნალისტებთან განაცხადა და თქვა, რომ მან ყველა მინისტრს შესთავაზა თანამდებობაზე დარჩენა და ერთადერთი, ვინც პოლიტიკიდან წასვლისა და სხვა სფეროში მუშაობის სურვილი გამოთქვა, ეს არის ჯუანშერ ბურჭულაძე, შესაბამისად, მის ადგილს ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

“როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის თითოეულ წევრს, ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
Next: „ქართული ოცნება“, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორი მთავარი მისიით შეიძლება იყოს გამოხატული: ეს არის ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო” – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.