Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სოფელ ქსოვრისში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

მარშალ პრესი 01/02/2024
2

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სოფელ ქსოვრისში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მერთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთის მერის მოადგილეები გიორგი ბაჯაძე და თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები გაეცნენ.

სოფელ ქსოვრისში, საჭიდაო დარბაზი ერთსართულიანი ნაგებობა იქნება. შენობაში განლაგდება მთავარი დარბაზი შეჯიბრებებისთვის, სატრენაჟორო ოთახი, სველი წერტილი, პერსონალის ოთახები, გასახდელები – დუშებით, დამხმარე სათავსოები ინვენტარისთვის. ეზოში განთავსდება ავტოსადგომი.
შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს „კაიზენი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ღირებულებაა 884,887 ლარი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს
Next: ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.