Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველომ განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში, ფაქტობრივად, იარაღის ლულის ქვეშ შეძლო, რომ ერთი სანტიმეტრითაც კი არ დაეთმო ქვეყნის ინტერესები – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 01/02/2024
შალვა პაპუაშვილი

საქართველომ განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში, ფაქტობრივად, იარაღის ლულის ქვეშ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოს, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემოა, შეძლო, რომ ერთი სანტიმეტრითაც კი არ დაეთმო ქვეყნის ინტერესები, შეენარჩუნებინა მშვიდობა და უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ, გვქონოდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, წინაა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და საჭიროა უფრო სხვანაირი გადანაწილება შიდა პარტიული რესურსების.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ახსნა საკუთარ განცხადებაში მიზეზები, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მათ შორის იმ შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობით ჰქონდა საქართველოს და ახლა, მისი შეფასებითაც არის ეტაპი, როდესაც გარკვეული როტაცია იქნებოდა მნიშვნელოვანი. მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და საჭიროა უფრო სხვანაირი გადანაწილება შიდა პარტიული რესურსების. შედეგები, რაც ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობით გვაქვს, არის ის, რომ საქართველომ ფაქტობრივად, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში იარაღის ლულის ქვეშ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოს, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემოა, შეძლო, რომ ერთი სანტიმეტრითაც კი არ დაეთმო ქვეყნის ინტერესები და შეენარჩუნებინა მშვიდობა და უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით და მეორე, გვქონოდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა იმაში, რომ მისი ძალიან მკაფიო პოზიციები იყო განმსაზღვრელი ამ გზაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: 2012 წლიდან ბრძოლის უნარი ვერ აჩვენა ამ ოპოზიციამ
Next: თუკი რამე აქვს ირაკლი კობახიძეს, უპირველეს ყოვლისა ესაა მართვის გამოცდილება, მას შეუძლია დაინახოს დიდი სურათი, დასახოს გრძელვადიანი მიზნები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.