Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება იმისთვის გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ წინსვლა ქვეყნის საკეთილდღეოდ

მარშალ პრესი 31/01/2024
გიორგი კახიანი

არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და ჩვენი სამიზნე ამ თვალსაზრისით არის კონსტიტუციური უმრავლესობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს არჩევნები ყველა წინა არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ იქნება სრულად პროპორციული. პროპორციული სისტემის პირობებში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღოს პოლიტიკურმა გუნდმა. დღესაც კი, ცვლილებების განხორციელებამდეც, იმდენად ძლიერი პოზიციები გვქონდა პოლიტიკურ არენაზე და იმდენად დიდი მხარდაჭერა გვაქვს საზოგადოების მხრიდან, გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მითუმეტეს ახლა ამ ცვლილებებით, შიდაპარტიული დემოკრატიული პროცესებით, რომელიც ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო კარგ პოზიციაში ჩააყენებს გუნდ. საბოლოო ჯამში ეს ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი იმიტომ, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ წინსვლა ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა კახიანმა.

Post navigation

Previous: ამბები ჩვენი გარდაცვალების შესახებ ნაადრევია – სოფო ხუნწარია
Next: მამუკა მდინარაძე სამთავრობო გუნდში არ გადაინაცვლებს, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას – შალვა პაპუაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.