Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებულად ხორციელდება, ოთხი პროექტი უკვე სამშენებლო ეტაპზეა – ირაკლი ხმალაძე

მარშალ პრესი 31/01/2024
ირაკლი ხმალაძე

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას ასეთი ფორმით არასდროს უმუშავია. ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მხრიდან ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლებას, მოცულობის გარკვეული ოდენობით ზრდას, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკის ეთერში“ განაცხადა.

„პროგრამა წარმატებულად ხორციელდება, ოთხი პროექტი უკვე სამშენებლო ეტაპზეა. ჯამურად 120 ოჯახი დაკმაყოფილდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთრებას ფლობდნენ მწვავედ ავარიულ შენობაში და მათ მუნიციპალიტეტი სრულიად ახალ საცხოვრებელ ფართებს გარემონტებულ მდგომარეობაში ჩააბარებს. ოთხივე პროექტის ჯამური, სატენდერო ღირებულება არის 30 მლნ ლარი, რომელიც ბიუჯეტს უჯდება 6 მილიონ 700 ათასი ლარი.

ამ პროგრამის ხიბლი ზუსტად მდგომარეობს იმაში, რომ მუნიციპალიტეტი ორკომპონენტიან ანაზღაურებას ახდენს, ვაკეთებ 30 მილიონის საქმეს და ბიუჯეტში გვიჯდება მხოლოდ 6 მილიონ 700 ათასი ლარის ანაზღაურება, ამას გარდა ვახორციელებთ 22 საპროექტო სამუშაოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობასთან უკვე შეთანხმებულები ვართ და ამ პროექტის ფარგლებში, მომდევნო წლების განმავლობაში, 900 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება “, – აღნიშნა ხმალაძემ.

Continue Reading

Previous: კოლექტიური „ნაცებისთვის“ სასიკეთო არ არის ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერი
Next: სამთავრობო გადაადგილება ადასტურებს ჩვენს გუნდში დემოკრატიის არსებობას – ეკა სეფაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025