Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახლა ამბობს – ტანსაცმელს გამოვიცვლი, სათვალის ფერს შევიცვლი და „ნაცმოძრაობა“ აღარ ვიქნებიო – გურამ მაჭარაშვილი გვარამიაზე

მარშალ პრესი 31/01/2024
გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მარტივი ტყუილებით უნდა საზოგადოებას თავი ახალ სახედ შეასაღოს.

„გვარამია ადასტურებს, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შემოქმედი და იდეოლოგი. მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ახლა ტანსაცმელს გამოვიცვლი, სათვალის ფერს შევიცვლი და „ნაცმოძრაობა“ აღარ ვიქნებიო – ახლა გვარამიას მარტივი ტყუილით უნდა, საზოგადოებას თავი ახალ სახედ შეასაღოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.

Post navigation

Previous: ამინდის პროგნოზი 1-3 თებერვლის ჩათვლით
Next: დღეს „ნაცებს“ წლისთავი აქვთ, ჩემს ბაჯაღლო „ხაბეს“ – ირაკლი ზარქუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.