Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება

მარშალ პრესი 08/05/2022
მუნიციპალური განვითარების ფონდი
გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მორიგ ცილისმწამებლურ სიუჟეტს, რომლის ერთადერთი მიზანი გადაუმოწმებელი და არასრული ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და წარმატებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ შესახებ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნაა.
⭕პროგრამის “განახლებული რეგიონები” პირველი ეტაპით დაფინანსებილი პროექტები დასკვნით ფაზაშია. რაც შეეხება პროგრამის მეორე ეტაპით განსახორციელებელ პროექტს, რეაბილიტაცია უტარდება არა მხოლოდ დედოფლისწყაროში არსებულ შინმოუსვლელთა მემორიალს, არამედ მემორიალის მიმდებარე 11 ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება რეკრეაციული, დასასვენებელი პარკის მოწყობა. დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს წლების წინ არსებული ტბის აღდგენას; ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სპორტული სივრცეების, კვების ობიექტების, ველობილიკის, ფანჩატურებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. გარდა ამისა, მთელ ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი ხე-მცენარეების დარგვა და მათი მოვლა-პატრონობისთვის აუცილებელი სარწყავი სისტემისა და წყლის რეზერვუარების მოწყობა; ასევე განათების, ელექტროენერგიის, გაზისა და ინტერნეტის კომუნიკაციების მონტაჟი.
⭕2021 წელს დაწყებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ მიზნობრივი პროგრამაა და მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებაა. ურბანული განახლება მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორიცაა მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა, ქალაქებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.
⭕პროგრამა მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს და პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე პროექტების დიდი ნაწილი უკვე დასდრულების ფაზაშია.
⭕მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით დასაფინანსებელ პროექტების შერჩევა ხდება მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული საჭიროებების მიხედვით. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში, რომელიც პროგრამით დასაფინანსებელ პროექტებს არჩევს, შედიან ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლები.
⭕იხილეთ ვრცლად – http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=news%2F&id=4743%22

Post navigation

Previous: პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, ჯანმრთელობის ხელყოფისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
Next: იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს – სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.