Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თავად ვარდოსანიძე სუს-ის შენობაშია გადაყვანილი

მარშალ პრესი 31/01/2024
ბექა ვარდოსანიძე

ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თავად ვარდოსანიძე სუს-ის შენობაშია გადაყვანილი. ოფიციალურ განცხადებას სუს-ის ავრცელებს.

“კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარი“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება.”- ნათქვამია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: -სწორედ ესაა უპრინციპობა, სწორედ ასეთ “ხედვებში” და “აღქმებში” დევს უსამართლობის, პროტექციონიზმის, ნეპოტიზმის და ხშირად კორუფციის ფესვებიც
Next: წარმომიდგენია, რა აჟიოტაჟი აიწევა ახლა, განსაკუთრებით ხიდაშელ/უსუფაშვილის ფლანგზე: ჩინეთმა ცნო „თალიბანის” მოძრაობა ავღანეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025