Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია – გია ცაგარეიშვილი გახარიაზე

მარშალ პრესი 30/01/2024
გია ცაგარეიშვილი

მაინტერესებს, 2012 წლის და ყოველი მომდევნო არჩევნები, რითაც ბატონი გახარია ჯერ ბიზნეს-ომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ მინისტრი გახდა, ის არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ? – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, მაშინ გახარიას მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან შანსი არ აქვს, მათ შორის ბარიერის გადალახვის.

„სანამ გახარია მთავრობის წევრი იყო ნებისმიერი სტრუქტურის და ფორმაციის ჩვენი მმართველობის პერიოდში, მაშინ ეს არჩევნები არ იყო მოტაცებული, იმიტომ, რომ გახარია იყო მინისტრი და ჩვენ მთავრობაში ერთერთი წამყვანი ფიგურა, მაშინ მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, იმიტომ რომ შანსი არ აქვს, მათ შორის ბარიერის გადალახვის, ახლა აღშფოთებულია და განიცდის. ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი. რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუმცა შემიძლია უფრო მკვეთრადაც თქმა, არც ამის მერიდება. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Continue Reading

Previous: დღეს, როცა მთელი გნიასია ატეხილი…. – გიორგი მამაცაშვილის წერილი
Next: როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი – ზელენსკი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025