Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ არის შეფუთული ლობისტური საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმაში

მარშალ პრესი 30/01/2024
შალვა პაპუაშვილი

ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ არის შეფუთული ლობისტური საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ თინა ხიდაშელზე საუბრისას განაცხადა.

„ამავე დროს ეს პრობლემატურია, ვინაიდან ვხედავთ, რომ დაფინანსება შემოდის არაღიარებული ქვეყნიდან – ტაივანიდან და ამ დაფინანსების მიზანია, რომ დააზიანოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ჩინეთი. ამას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამავე დროს დაკავშირებულია „ლელოსთან“. ეს თავად არის სკანდალური“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 19 იანვარს განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.

„მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია მის დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ხიდაშელმა ტაივანთან კავშირი დაადასტურა, თუმცა აქვე განმარტა, რომ ოფიციალური წყაროებიდან დაფინანსება არ მიუღია.

Continue Reading

Previous: “ლელო”-სთვის ასე დგას საკითხი: დაე, ნუ ექნება საქართველოს წარმატება, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში
Next: დღეს, როცა მთელი გნიასია ატეხილი…. – გიორგი მამაცაშვილის წერილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025