Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედია, გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა გაიაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე

მარშალ პრესი 30/01/2024
თამთა მეგრელიშვილი

„გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დააკავებულების შესახებ.

მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ორივე პირი გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე.

„გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა სამართალდამცველებმა კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დააკავეს. გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს. ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას.

გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ.

იმედია ორივე პირი გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, ეს მონაცემები გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა
Next: მშვიდობას სახელი აქვს, ეს არის დონალდ ტრამპი – ვიქტორ ორბანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025