Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ

მარშალ პრესი 30/01/2024
გია აბაშიძე

მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ “ნაცებთან” დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს“, სადაც საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. აბაშიძე აღნიშნავს, რომ კვლევისას, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს.

„ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათავო, ბერლინის ოფისის (და არა ეკა გიგაურის საქართველოს კანტორის) კორუფციის აღქმის ბოლო ინდექსის მიხედვით, საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 55 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს სახელმწიფოს: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს. რაც მთავარია, საგრძნობლად ჩამოგვრჩებიან ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნები – მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი. კვლევისას, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს. კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება.

ისინი ფასდებიან 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. მსგავსი მიუკერძოებული საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ “ნაცებთან” დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები,“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: პარლამენტმა ახალი პრემიერი და მთავრობის შემადგენლობა პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს
Next: „რეალობას ვერსად გაექცევი! საქართველო კვლავ იკავებს მოწინავე პოზიციას კორუფციის აღქმის ინდექსში და რეგიონში ლიდერია – ნინო ფოჩხუა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025