Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიდი წნეხის მიუხედავად შენარჩუნებული მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში – მადლობა პრემიერო

მარშალ პრესი 29/01/2024
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას განცხადებით ეხმაურება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ირაკლი ღარიბაშვილის პატრიოტიზმი ხალხის მეხსიერებას ყოველთვის სამაგალითოდ დარჩება.

„ქართული ოცნების“ ოფიციალური განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდება. მჯერა, ღირსეულ პრემიერს კვლავ ღირსეული შეცვლის.

დიდი წნეხის მიუხედავად შენარჩუნებული მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში – მადლობა ამ მიღწევისთვის. ბოლო ორი წლის პროცესები და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური სვლები სასწავლო ქეისად გამოდგება სტუდენტებისთვის. ეს იყო მტრული განზრახვით, ხელისუფლების დამარცხების სურვილით, განადგურებისთვის განწირული ქვეყანა და პირიქით, ბრწყინვალე გამარჯვება ამავე მტრულ ბანაკზე.

ირაკლი ღარიბაშვილის პატრიოტიზმი ჩვენს მეხსიერებას ყოველთვის სამაგალითოდ დარჩება. როდესაც სახელმწიფოს მართვაში მთავარი პრინციპი ქვეყნისადმი ერთგულება და ეროვნული ღირებულებებია, ეს ყოველთვის წარმატებულ შედეგს დებს, რისთვისაც ხალხი მადლიერია და დადებითად აფასებს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას – მამუკა მდინარაძე
Next: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა, თავისი ახალი პრემიერ-მინისტრით და უნდა აურჩიოს ქვეყანას რიგით მეექვსე პრეზიდენტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025