Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე – არჩილ თალაკვაძე

მარშალ პრესი 29/01/2024
არჩილ თალაკვაძე

ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. უახლოეს დღეებში ჩატარდება „ქართული ოცნების“ ყრილობა, მანამდე კიდევ ერთი პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული ყრილობისთვის. ამის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში. იცით, რომ საგაზაფხულო სესია იხსნება 6 თებერვალს და 6 თებერვლის კვირაში, რეგლამენტის სრული დაცვით მოხდება პრემიერ-მინისტრის და მის მიერ წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი – რატი ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილს
Next: ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.