Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, არადა ახლა თითქოს „არკვევენ“, რამდენი პროცენტით არის შესრულებული ის, რაშიც მსოფლიო ბანკის ინდიკაციით მოწინავე ქვეყანა ვართ

მარშალ პრესი 29/01/2024
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან NATO-სა და ევროკავშირში ქვეყნების გაწევრიანების გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხდება და ყველა სხვა მიზეზი მხოლოდ ფორმალობაა.

„პოლიტიკურმა მდგენელმა განაპირობა 2004 წელს ევროკავშირში ერთ პაკეტად ისეთი ქვეყნების შეყვანა, როგორიც არის ბულგარეთი, იმდროინდელი რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი… ამ ქვეყნების იმ დროინდელი დემოკრატიული, ეკონომიკური მდგომარეობა – იყვნენ თუ არა ევროკავშირის ფასეულობებთან თანხვედრაში და ა.შ., დათქმებისა და რეკომენდაციების ფილტრში არავინ არ გაატარა, რადგან, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

უცებ, ერთ დღეში მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ისევე, როგორც 2009 წელს ნარკო საწყობი ალბანეთი NATO-ს წევრად მომენტალურად აღმოჩნდა, მაშინ, როცა ამ საკითხზე საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით რაღაც ფილოსოფია დასჭირდათ. ამიტომ, ეს მხოლოდ პოლიტიკაა. დღეს კიდევ იმაზე ლაპარაკობენ, თუ რამდენი პროცენტით არის შესრულებული ის, რაშიც მსოფლიო ბანკის ინდიკაციით მოწინავე ქვეყანა ვართ“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Continue Reading

Previous: ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი – რატი ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025