Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ლელო” რადიკალიზმით ნაცმოძრაობას ეპაექრება, რადგან ჰგონიათ რომ რადიკალიზმი გაყიდვადია საქართველოში და ამით ამომრჩევლებს წაართმევენ დანარჩენ ოპოზიციას”

მარშალ პრესი 29/01/2024
თამარ ჩიბურდანიძე

მოსალოდნელ პოლიტიკურ ხრიკად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მიმდინარე კონსულტეციებისაგან „ლელოს“ გამიჯვნას. როგორ ის სოციალურ ქსელში წერს, ამით მოხდა ამ პოლიტიკური გუნდის ლუსტრაცია. „დღეს კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდა ქართულ პოლიტიკაში. 9 პუნქტზე მუშაობის პროცესს თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა “ლელომ” და გაგვიმხილა, რომ თურმე მათ საკუთარი გეგმა ჰქონიათ ამაზე სამუშაოდ.

ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური ხრიკია და ამას ველოდით კიდეც. “ლელოს” წევრები ჯერ ევროპაში დარბოდნენ სტატუსის წინააღმდეგ და ახლა 9 პუნქტზე მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ. კარგია რომ ნიღაბი ჩამოიხსნეს. ევროპულ გზაზე უფრო მნიშვნელოვანი “ლელოსთვის” მოახლოებული არჩევნებია და იმ ტექნოლოგიების გამოყენება, რითაც ხმებს მოიპოვებენ.

ამ შემთხვევაში “ლელო” რადიკალიზმით ნაცმოძრაობას ეპაექრება, რადგან ჰგონიათ რომ რადიკალიზმი გაყიდვადია საქართველოში და ამით ამომრჩევლებს წაართმევენ დანარჩენ ოპოზიციას. ორივე შემთხვევაში მწარედ ცდებიან. პირველი ის, რომ რადიკალიზმი აღარ არის გაყიდვადი საქართველოში. ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკის წყალობით, ხალხში აღარ არის მოთხოვნა რადიკალიზმზე და ქარიზმატულ ლიდერებზე.

საზოგადოება მიხვდა, რომ მშვიდი და გონივრული პოლიტიკა უპირატესია რადიკალიზმზე. რაც შეეხება “ლელოს” სტრატეგიას, წაართვას ხმები დანარჩენ ოპოზიციას, ვერც ამაში ექნებათ წარმატება, რადგან ნაცმოძრაობას მისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს და მიუხედავად მათთან მჭიდრო ერთობისა, ამომრჩეველს ვერ წაართმევენ. რაც შეეხება ხელისუფლების ამომრჩეველთა ხმების წაღებას, ეს კიდევ უფრო დიდი ილუზიაა მათთვის. აქედან გამომდინარე, “მესამე ძალის” სტატუსის ძიებაში “ლელო” დაკარგავს იმ მცირედსაც, რაც დღეს აქვს,” – წერს Facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ – “იმედი”ს ექსკლუზიური ინფორმაცია
Next: ამინდის პროგნოზი 2 თებერვლამდე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025