Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო დღეს რჩება თავისი პარტნიორული და სამეკავშირეო ვალდებულებების ერთგული, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე ის მზადაა ასევე მულტივექტორული ხასიათის ფართო თანამშრომლობისათვის

მარშალ პრესი 29/01/2024
დავით ქართველიშვილი

„საქართველომ არ უნდა თქვას უარი არც დასავლეთთან, არც აღმოსავლეთთან, არც სამხრეთთან და არც ჩრდილოეთთან პარტნიორული, საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ქვეყნის სწრაფი და წარმატებული ეკონომიკური განვითარების მიზნით,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მიზნით წარსულს უნდა ჩაბარდეს არა მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაზე, არამედ თუნდაც ერთ რომელიმე გაერთიანებაზე მიბმის ტენდენცია.

„ზუსტად ეს არის საქართველოს განვითარების ძირითადი კონცეფცია, მსოფლიოს ახალი, მულტივექტორული გადაწყობის პირობებში გადარჩენისა და ეკონომიკური წინსვლის მიზნით წარსულს უნდა ჩაბარდეს არა მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაზე, არამედ თუნდაც ერთ რომელიმე გაერთიანებაზე მიბმის ჩვენი ისტორიული და ხშირად, მწარე გამოცდილება.

საქართველომ არ უნდა თქვას უარი არც დასავლეთთან, არც აღმოსავლეთთან, არც სამხრეთთან და არც ჩრდილოეთთან პარტნიორული, საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ქვეყნის სწრაფი და წარმატებული ეკონომიკური განვითარების მიზნით. ამ თანამშრომლობის შეჩერების თუ შეწყვეტის მხოლოდ ერთი ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს მისაღები მხედველობაში: თუ ის ავნებს ქვეყნის საბაზისო ფასეულობათა ერთობლიობას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და მოსახლეობის ინტერესებს.

მულტივექტორულ სამყაროში NATO-ს წევრ თურქეთს, თუ მასთან ერთად EU წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთს არანაირ ფასეულობით თუ მორალურ დისკომფორტს არ უქმნის პარალელურად ორგანიზაცია BRICS-თან მჭიდრო თანამშრომლობა და მასში გაერთიანების დეკლარირებული სურვილი.

საქართველო დღეს რჩება თავისი პარტნიორული და სამეკავშირეო ვალდებულებების ერთგული, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე ის მზადაა ასევე მულტივექტორული ხასიათის ფართო თანამშრომლობისათვის,” – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ხელისუფლება მყარად მიუყვება ევროპულ გზას და ოპოზიცია კვლავ მიზანმიმართულად იბრძვის ამის წინააღმდეგ
Next: უახლესი წლების სტრატეგია გულისხმობს საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად გადაქცევას და სიღარიბის ამჟამინდელი სტანდარტებისა და გამოხატულების აბსოლუტურ დამარცხებას, მშვიდობისა და ქართული საზოგადოების აღმშენებლობითი პროცესის შენარჩუნების პირობებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025