მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე მივესალმებით ქვეყნის არჩევანს, რომ მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატო-ს – ჯინ შაჰინი

282
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე მივესალმებით საქართველოს არჩევანს, რომ მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატო-ს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ჯინ შაჰინმა აღნიშნა, აშშ მიესალმება 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

„ეს არის პირველი ვიზიტი აშშ-სთვის პოსტკოვიდურ გარემოში და ეს ვიზიტი სწორედ რომ საქართველოში განვახორციელეთ იმ დიდი მნიშვნელობის გამო, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოს და საქართველოსთან პარტნიორობას. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს, პარლამენტის სხვა წევრებს, შუადღისას შევხვდით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს, საღამოს კი, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გვექნება შეხვედრა.

ერთ-ერთი, რაც გვესმის ყველა შეხვედრის დროს, გახლავთ ის, რომ საქართველო საკუთარ მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის წევრად.

მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო გარემოს გაუმჯობესებასა და სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამასთან, მხარს ვუჭერთ რეფორმებს და მათ შემდგომ განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათი საჭიროებებისთვის. მივესალმებით ასევე საქართველოს არჩევანს, რომ მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატო-ს“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება