Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ამოცანაა, შემდეგ პარლამენტში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 35 მანდატს ქვემოთ ჩავტოვოთ – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 29/01/2024
ირაკლი კობახიძე

ყველამ იცის, რომ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია და სხვები, თუ მოახერხებენ მანდატების ნახევარზე მეტის მოპოვებას, ამით ხელისუფლებაში ბრუნდება „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიზანია, ამ ძალებმა შემდეგ პარლამენტში 35 მანდატზე მეტი ვერ მიიღონ.

„ეს ადამიანები პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები სხვადასხვა ხაზითა და კუთხით. შესაბამისად, ეს ე.წ. კოალიცია იქნება სხვა არაფერი, თუ არა „ნაცმოძრაობის“ მიერ ძალაუფლების დაბრუნება. მათ აქვთ ასეთი მიზანი. სინამდვილეში, ყველა ეს ე.წ. პარტია არის ერთი დიდი პარტიის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ არა თუ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ დავუშვათ – რაც აბსოლუტურად გამორიცხულია არსებული კვლევების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, რომ მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩავტოვოთ 35 მანდატს ქვემოთ შემდეგ პარლამენტში“, – აცხადებს კობახიძე.

 

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება პირდაპირ დაკავშირებულია იმ ზეწოლასთან რომელიც ხორციელდებოდა, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით
Next: პარლამენტი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.