Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ოპოზიცია არჩევნებს კატასტროფული სასტარტო პირობებით ხვდება – პეტრე მამრაძე

მარშალ პრესი 29/01/2024
პეტრე მამრაძე

ოპოზიცია არჩევნებს კატასტროფული სასტარტო პირობებით ხვდება და მე ეს სულ არ მიხარია. რომ ყოფილიყო ლოიალური, ეროვნული ინტერესების ერთგული და კომპეტენტური ოპოზიცია, მივესალმებოდი კი არა და თუ დამიძახებდნენ, წავიდოდი მათთან. სჭირდება ქვეყანას ეს ამბავი, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია თავის თავს ვერ აკონტროლებს.

„იქამდე დავიდნენ, რომ ღიად, ყველაზე კომიკურ კონფიგურაციებს ეძებენ, ოღონდ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. მათი გაერთიანება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი პატარა რეიტინგები შეიკრიბება. ვთქვათ, ვიღაცას აქვს 1%, ვიღაცას – 1,5%, სხვას – 2%. ერთად რომ შეიკრიბებიან, შესაძლოა, ის 1% ვერ აიღონ, რადგან მნიშვნელოვანია მხარდამჭერების განწყობა. მაგალითად, ვიღაც პეტრიაშვილს რომ აძლევდა ხმას, სხვას რომ შეეკრა, შესაძლოა, საერთოდ არ მისცეს ხმა, რადგან დანარჩენების მიმართ არავითარი სიმპათია არ აქვს. ჩვენთან ხალხი პატიებს ყველაფერს და ხმას აძლევს, როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ ხდება გაერთიანება და ამავდროულად, ვიღაცის გარშემო“, – აღნიშნა მამრაძემ.

Post navigation

Previous: ოპოზიცია არ არსებობს და ეს ძალიან ცუდია. უკვე მშვენივრად ვიცით ვინ ვინ არის და ვინ საიდან მოდის – ბიძინა გიორგობიანი
Next: ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება პირდაპირ დაკავშირებულია იმ ზეწოლასთან რომელიც ხორციელდებოდა, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.