Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამწუხარო მოვლენები, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე განვითარდა გვაჩვენებს, რომ გარკვეული მიმართულებები დასახვეწია

მარშალ პრესი 28/01/2024
ბექა ოდიშარია

ბუნებრივია საპატრიარქოს ვეთანხმებით. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ ეს მუშაობა დაწყებული გვაქვს 2013 წლიდან, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია საპატრიარქოს განცხადებას კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებასთან დაკავშირებით.

„დაწესებული იყო ზედა ზღვარიც სარგებლის მიღების. ასვე შემოტანილი იქნა სასამართლოს კომპონენტი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა პოლიცია, ძალიან მარტივად და უბრალოდ. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროცესი გამხდარიყო უფრო ლმობიერი და ჰუმანური. თუმცა, დღევანდელი სურათი და განსაკუთრებით ის სამწუხარო მოვლენები, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე განვითარდა გვაჩვენებს, რომ დასახვეწია გარკვეული მიმართულებები და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მომხდარს გამოეხმაურა.

23 იანვარს აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან ოჯახი გამოასახლა. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

Post navigation

Previous: არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
Next: სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა მსესხებელი, მითუმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია, დაიცვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.