Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის სამი კატეგორია იქნება, ვინც გამორიცხავს მონაწილეობას, ვისი მიზანიც ხელის შეშლაა და მცირე ნაწილი, ვინც გულწრფელად მონდომებულია

მარშალ პრესი 27/01/2024
მიხეილ სარჯველაძე

ცნობილია თემატიკა, რის ირგვლივაც გაიშლება მსჯელობა და იქ გამოჩნდება, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური ხერხი, მეთოდი ან ფორმატი, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მისი მოლოდინია, რომ ოპოზიციის სამი კატეგორია გამოიკვეთება.

„ მეჩვენება, რომ სამი კატეგორია იქნება ოპოზიციის მხრიდან. ამაში ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც შეიძლება იყვნენ პრაქტიკულად გაიგივებული ოპოზიციასთან, მათი ფორმალური სტატუსის მიუხედავად. ოპოზიციის ერთი ნაწილი ალბათ იქნება გულწრფელად მონდომებული. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ეს იქნება ყველაზე მცირე ნაწილი. იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავენ მონაწილეობას და იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც ექნებათ ერთადერთი მიზანი, რეალურად ხელი შეუშალონ, არ უგულშემატკივრონ ქვეყნის წინსვლას ამ მიმართულებით, ფორმალურად კი ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ პროცესში. ეს არის მთავარი მოლოდინი, რომელიც პირადად მე მაქვს. ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს და ყველა იყოს კონსტრუქციულად განწყობილი. რაც შეეხება შეთავაზებას, ეს ყველაფერი გამოჩნდება შეხვედრაზე, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები – მეუფე შიო
Next: არ არის გასაკვირი არავისთვის, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება „ქართულ ოცნებას – დავით მათიკაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.