Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რეიტინგების ომი” ახალი წლის დასაწყისიდან გააჩაღეს ჩვენმა ოპონენტებმა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს, მათი სამშობლოს წინააღმდეგ

მარშალ პრესი 27/01/2024
გია ცაგარეიშვილი

ჩვენ არავის ვედრებით, ჩვენს გზას მივუყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად და ამ გზაზე ძალიან დიდ წარმატებებსაც ვაღწევთ, რაც თვალშისაცემია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

ცაგარეიშვილმა ისაუბრა იმ “რეიტინგების ომზე” რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ხელისუფლებას გამოუცხადა.

მისი თქმით, 2023 წლის ინდექსის შესახებ კვლევა ევროკავშირის მიერ არ ჩატარებულა, რაშიც საზოგადოების დარწმუნებას აღნიშნული არასამთავრობოები ცდილობენ.

“ცოტა ხნით შევჩერდები კვლევებზე და ამ ე.წ. რეიტინგების ომზე, რომელიც ახალი წლის დასაწყისიდან გააჩაღეს ჩვენმა ოპონენტებმა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს, მათი სამშობლოს წინააღმდეგ.

იცით, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსი, რომლითაც შეფასდა სხვა ქვეყნებთან – მოლდოვასთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან შედარებით ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების, კორუფციის პრობლემების, სასამართლოს თავისუფლების, მმართველობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების და ა.შ სფეროში. გაცხადდა, რომ თითქოს ჩვენ გვისწრებს მოლდოვა, უკრაინა და ქალბატონი ხიდაშელი, სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, თითქოს ეს არის ერთგვარად ევროკავშირის შეფასება.

მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს, ეს კვლევა ჩაატარეს მხოლოდ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სხვათა შორის, მათი ნაწილი პარლამენტის წინ აღმართულ ტრიბუნაზე ან ტრიბუნასთან ახლოს იდგა, როცა ლამობდა ხელისუფლების შეცვლას ე.წ კოალიციური “ენჯეოშნიკური” მთავრობის დაკომპლექტებას”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: ვინც პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, არავინ უნდა შეხვდეს ამ პრეზიდენტად წოდებულს, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს
Next: ახალგაზრდობის ნაწილს იმით უტენიან თავს, რომ სწორედ მანქანების დამსხვრევების, სიწმინდეების დამზიანებლების, პოლიციელებისთვის ცეცხლის წამკიდებლების და საკუთარი ქვეყნის გამლანძღველების დაცვაა პატრიოტიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების გამოხატულება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.