“დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აანონსებს, ხოლო კიევში საქართველოზე ზეწოლის და არეულობის მოწყობის გეგმის დახვეწისთვის ირჯებიან!”– წერს სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი ლევან მამალაძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა:
“ჩვენ [საქართველოს საპარლამენტო არჩევნების] სადამკვირვებლო მისიასთან და საქართველოს ძალიან ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასთან ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის”.
ამ განცხადებას თუ ჩავუღრმავდებით, ადვილად მივხვდებით, რომ გაცხადებული სადამკვირვებლო მისია, რომლის შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა ჯერ დაუდგენელია, სპეცოპერაციისთის კომპლექტდება.
ხსენებული “ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება” მათივე დაფინანსებული NGO-ები და პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სპეც ოპერაციას ქართველი ხალხის სახელით საზოგადოებრივ მხარდაჭერის უზრუნველყოფას გაუკეთებს.
ადრე მომზადებული გეგმა , რომელიც კივში მყოფმა “საქართველოსთვის მებრძოლმა” ჯგუფმა გააკეთა, ეფექტურომის გაზრდის მიზნით იხვეწება, რადგანაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რეალობა შეიცვალა და არეულობის მოწყობის მიზნით ახალი ფაქტორების გამოყენება სჭირდებათ.
აქცენტი კეთდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავიდანვე გაყალბებულად გამოცხადებაზე. ამისთვის ევროპარლამენტარების, სხვა დაფინანსებული საერთაშორისო ჯგუფებისა და ადგილობრივი მეხუთე კოლონის გააქტიურების ახალი ტალღა უკვე იგრძნობა.
დასავლეთი არ მალავს და აცხადებს, რომ თუ რამე არ მოეწონა და საქართველო მის თამაშში არ ჩაერთო, არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და არულობის საბაბს შექმნის.
ეს ტექნოლოგია უკვე ყავლმოკიდებულია და 2003 წელს სააკაშვილის შესრულებული გადატრიალბის შედეგები ხალხმა კარგად იცის. მიუხედავად ამისა დასავლეთს მილიონები გამოყოფილი აქვს და სცენარი მოქმედების დასაწყისშია.
დაძაბულობის შესაქმნელად, თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე, ქართულ ეკლესიაზე, მთავრობაზე და სხვა სახელმწიფოებრივ საყრდენებზე უფრო გამწვავდება. რეგიონებში დაპირისპირების ინსპირირება გააქტიურდება, რომ საზოგადოება როგორმე გააღიზიანონ და არჩევნებისას არეულობისთის შეამზადონ.
კიევში ალტერნატიული არჩევნების ჩატარების ტექნილოგიასაც ამზადებენ. ნიშანდობლავია ასევე ის გარემოება, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი, 2023 წლიდან კორპორაცია Black Rock-ის დაფინანსებაზე და კერძო სამხედრო დაჯგუფების კუთვნილ დაქვემდებარებაში გადავიდა!
ყველას სიფრთხილე გვმართებს, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში არეულობის მოწყობა. გვახსოვდეს, რომ მხოლოდ იმპერიების დაჯახების პირობებში ეძლეოდა საქართველოს გაძლიერების შანსი.
ახლა, სწორედ ის ისტორიული მომენტია, როცა ჩვენ გეოპოლიტიკურ გარემოს დიდ ფასი დაედო, ეს საქართველოს გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ და არა სხვისი თამაშებისთვის სამშობლო დავაზიანოთ!”- წერს ლევან მამალაძე.
