“აუცილებლად გავიტანთ ლელოს და დამოუკიდებელ სასამართლოსაც შევქმნით”– წერს “ლელო”-ს წევრი ანა ნაცვლიშვილი.
“მართლმსაჯულების რეფორმა იქნება ერთერთი საკვანძო საკითხი ამ ქვეყნის წარმატებულ სახელმწიფოდ გადაქცევაში.
სასამართლო რეფორმას ფილმების და მულტფილმების ყურებით ვერ დასახავ და მითუმეტეს – ვერ განახორციელებ.
თურმე, ამ ქვეყანაში პრობლემა ოცნების ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება კი არ ყოფილა, კანონით შექმნილი სასამართლოს კონტროლის სქემები კი არ ყოფილა, საქმეთა წლობით გაჭიანურება კი არ ყოფილა, კორუფცია და ა.შ. არამედ ის, რომ პასპორტით უცხოელი მოსამართლე არ გვყავს, ან არჩევითი არაა მოსამართლის თანამდებობა.
სულ რომ უცხოპლანეტელი ჩამოიყვანო, დამოუკიდებელი ვერ იქნება თუ სისტემა არ შეუქმენი – მოსამართლის დამოუკიდებლობა მარტო მისი დანიშნვნის წესით ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ დანიშნულს არ იცავს სათანადო მექანიზმები ზეწოლისგან, რაც რთული და კომპლექსური თემაა და ფილმებში ამას არ გვიყვებიან, სხვა წყაროების წაკითხვა და მოსამართლეების მოსმენაა საჭირო.
ნაფიცი მსაჯულების თემის პანაცეად გამოყვანა, სხვა რეფორმების გარეშე, კი სამწუხაროდ ძალიან ზედაპირულ ცოდნაზე მეტყველებს იმის თაობაზე თუ რა არის საჭირო იმისთვის რომ ადამიანმა სამართალი იპოვოს. გარდა იმისა, რომ ქართულ კონტექსტს არ იაზრებს საერთოდ! დაბოლოს, სისხლში კიდეც რომ გავაფართოვოთ მაქსიმალურად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმებში არ გვჭირდება სამართალიანი სასამართლო?!
ტყუილი, რომ ლელო ამ ინსტიტუტებს ეწინააღმდეგება, მაგრამ კარგ მთქმელს გამგონე კარგი უნდა, კომპეტენტური. ლელო ეწინააღმდეგება ხალხის მოტყუებას და ოცნების დანაშაულის მიჩუმათებას სასამართლოსთან მიმართებაში, არა ნაფიც მსაჯულებს ზოგადად.
აუცილებლად გავიტანთ ლელოს და დამოუკიდებელ სასამართლოსაც შევქმნით!”– წერს ნაცვლიშვილი.
