Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დეზინფორმაციით საფრთხე არ დაემუქროს შუა დერეფნის პროექტს, იმიტომ, რომ ის ქვეყნის განვითარებისა და მომავლის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია

მარშალ პრესი 26/01/2024
გურამ მაჭარაშვილი

„დიდი ქვეყნებს შეუძლიათ პატარა ქვეყნების დეზინფორმირებით განიმტკიცონ თავიანთი გავლენები და არა მხოლოდ სახელმწიფოს, ჩვენი, პოლიტიკური ჯგუფების ვალდებულებაა საზოგადოების სწორი ინფორმირება,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციულმა კამპანიამ ხელი შეუშალოს ისეთი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა „შუა დერეფნის“ განვითარება.

„დეზინფორმაცია არის საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის ყველაზე ძლიერი იარაღი. თუ რომელიმე სახელმწიფოს სურს გავლენა მოახდინოს სხვა სახელმწიფოზე, შედის დეზინფორმაციით სახელმწიფოში, ახდენს საზოგადოების ცრუ ინფორმაციით მომარაგებას და იმორჩილებს მას. დიდ ქვეყნებს შეუძლიათ პატარა ქვეყნების დეზინფორმირებით განიმტკიცონ თავიანთი გავლენები და არა მხოლოდ სახელმწიფოს, ჩვენი, პოლიტიკური ჯგუფების ვალდებულებაა საზოგადოების სწორი ინფორმირება,“ – განაცხადა მაწარაშვულმა.

მისი თქმით, დეზინფორმაცია იყო ის, რომ საქართველო არ იყო მზად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად; დეზინფორმაცია იყო ის, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს უკუსვლა და ა.შ. „ახლა რეალურია საფრთხე იმის, რომ დეზინფორმაციამ დააზიანოს შუა დერეფნის პროექტი. ჩვენი „ხალხის ძალის” მიზანია მივაწოდოთ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს წინსვლა საგარეო მიმართულებით და მას უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორებიცაა აშშ და ჩინეთი, რომელიც კი არ შემოდის, უკვე შემოვიდა არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაში, არამედ გლობალურ პოლიტიკაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საფრთხეები არ დაემუქროს შუა დერეფნის პროექტს, იმიტომ, რომ ის ქვეყნის განვითარებისა და მომავლის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში – ლევან ხაბეიშვილი
Next: ოპოზიციის ტაქტიკური სვლაა, დროებით დისტანცირდნენ „ნაცმოძრაობისგან“, შეეცადონ მოიზიდონ ე.წ. ნეიტრალური ელექტორატი, თუმცა, საბოლოოდ, აპირებენ მათთან კოალიციის შეკვრას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.