Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

გასულ წელს რუსეთმა მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული და ევროპული ჩიპების იმპორტი განახორციელა – გამოცემა “ბლუმბერგი”

მარშალ პრესი 26/01/2024
ბლუმბერგი

გასულ წელს რუსეთმა მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული და ევროპული ჩიპების იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ რუსეთის საბაჟო სამსახურის გასაიდუმლოებულ მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთში შევიდა მიკროსქემები , რომლებიც შეიძლება გამოიყენებოდეს სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკებისა და რაკეტების წარმოებისთვის. მიკროსქემების მწარმოებლებს შორის არიან ამერიკული კომპანიები Intel Corp, Advanced Micro Devices (AMD) და Analog Devices Inc., ასევე ევროპული კომპანიები Infineon Technologies AG, STMicroelectronics NV და NXP Semiconductors NV.

რუსეთის მიერ შეძენილი ჩიპების მწარმოებლებს შორის არის რამდენიმე ჩინური კომპანიაც და ტაივანური Realtek Semiconductor-ი.

Bloomberg-ის ცნობით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ამ კომპანიამ სანქციები დაარღვია, ვინაიდან სანქცირებული ტექნოლოგიების უმრავლესობა რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით ხვდება.

Post navigation

Previous: ახალქალაქში,ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
Next: თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.