Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კონსერვატორიისთვის შეძენილი ახალი როიალები განზრახ დაკაწრეს – კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 26/01/2024
422911113_694016152914410_499069124011399910_n

კულტურის სამინისტროს ცნობით, კონსერვატორიისთვის შეძენილი ახალი როიალები განზრახ დააზიანეს და დაკაწრეს.

“საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მკაცრად გმობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მომხდარ ვანდალურ ფაქტს და მოუწოდებს კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ მომხდარით და სამინისტროში წარმოადგინონ სათანადო განმარტებები.

სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროს მიერ უკვე შეძენილი და კონსერვატორიისათვის გადაცემული 57 STEINWAY & SONS-ის ორი როიალი მიზანმიმართულად არის დაზიანებული (ბასრი საგნით დაკაწრული)!

ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, რადგან კულტურის სამინისტროს მიერ კეთდება ყველაფერი, რათა სტუდენტებსა და პედაგოგებს ჰქონდეთ წარმატებული სასწავლო პროცესის შესაბამისი გარემო-პირობები. 2021 წელს სამინისტრომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ახალი, უმაღლესი ხარისხის როიალების შესაძენად დაიწყო მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ კომპანია STEINWAY & SONS-თან.
კულტურის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლიდან, 50-წლიანი წყვეტის შემდეგ, დაიწყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრის პროცესი და აქტიური თანამშრომლობა STEINWAY & SONS-თან. ხელშეკრულების მიხედვით, კონსერვატორიას 2022 წლიდან 2025 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გადაეცემა 78 როიალი, რისთვისაც გამოიყო 8 012 636 ევრო.

მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრას კულტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს, თუმცა მნიშვნელოვანია კონსერვატორიის მიერ აღნიშნული რესურსის სწორად და პასუხისმგებლობით გამოყენება.”– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Post navigation

Previous: აკია ბარბაქაძე კვლავ გაბრაზდა (ვიდეო)
Next: ამ ხელისუფლებას პირველი შევაქცევ ზურგს და მათი კრიტიკოსი გავხდები, თუ დავინახავ, რომ ადამიანი მეორე პლანზე გადაიწევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.