Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეუძლიათ წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები, რომ ჩვენს ეკლესიაში რუსეთის რაიმე გავლენაა? სად არის ამის დასაბუთება?

მარშალ პრესი 26/01/2024
ანდრია ჯაღმაიძე

სად არის იმის დასაბუთება, რომ ეკლესიაში რაიმე გავლენა არის რუსეთის? არის რამე ასეთი კონკრეტული ფაქტები, რომელიც შეუძლიათ წარმოადგინონ?, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკლესიისადმი გარკვეული ჯგუფების ბრალდებებს.

დეკანოზმა ასევე კომენტარი გააკეთა წმინდა მატრონას ხატსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, გარკვეული ადამიანებისთვის შობის დღესასწაულზე „გვერდით თემებზე საუბარი ჩვევად იქცა“.

„როდესაც შობა დღეს ასეთ დესტრუქციას გიწყობენ, ყოველგვარი დიალოგი შეუძლებელია. ეს არის ამაღლებული დღესასწაული, ძალიან დიდი საიდუმლოებებით სავსე დღეა და განსხვავებულია იმისგან, რაც ხდება ამ სამყაროში. აი, ამ დღეს საუბარი რაღაც გვერდით თემებზე მათთვის გახდა ჩვევა, ჩვენთვის კი ეს ძალიან უხერხულია. ეს იყო სპეციალურად შერჩეული დღე და ეს მათ სხვა დროსაც არაერთხელ გაუკეთებიათ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძემ ასევე ისაუბრა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე, რომლის მიღებაც მმართველ გუნდში დააანონსეს.

„მათ შეუძლიათ თუნდაც ევროპული გამოცდილება აიღონ, სადაც არსებობს პრივილეგირებული რელიგიები და ზოგადად არსებობს რელიგიური ორგანიზაციის განმარტების ცნება, ამიტომ შესაძლებელია განიმარტოს, რომელ ორგანიზაციას ექნება ეს სტატუსი და ამის შემდეგ დარეგულირდეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, ასე ქუჩაში სირბილს, ეკლესიებში შევარდნას და ხალხის პოლარიზებას, ეს ჯობია“, – განაცხადა დეკანოზმა.

Post navigation

Previous: “ქართულ ოცნებას” შევჭამთ იმისთვის, რომ ხელისუფლება წავართვათ – ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)
Next: აკია ბარბაქაძე კვლავ გაბრაზდა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.