Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ემოციურად უმძიმესი სანახავია ნებისმიერი გამოსახლება, მაგრამ არსებობს კანონი და ვინც აღნიშნულ ფაქტს, საკუთარ პოლიტიკურ ქულების აფიშირებისთვის გააპროტესტებს, მევახშეზე უარესია

მარშალ პრესი 25/01/2024
ირაკლი ლატარია

„კეკელიძეზე გამოსახლების თემა ზედმიწევნით სიღრმისეულად შევისწავლე და რაც მანდ მოხდა, არის ის, რასაც კანონის დაცვა ჰქვია“– ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

“არაერთხელ ვმდგარვარ იქ, სადაც აღსრულება თავის კანონიერ ქმედებას ასრულებდა და ოჯახს ასახლებდა… არაერთხელ მიჩხუბია აღსრულებასთან…არაერთხელ ,,გამხეთქვია” გული, როდესაც მევახშის მოთხოვნით, ოჯახები რჩებიან სახლის გარეშე.. ეს ყველაფერი ემოციურად უმძიმესი სანახავია.. მე პირადად, ცხოვრებაში არ მიყიდია და არც ვიყიდი არაფერს, ლომბარდიდან..

არასოდეს მიყიდია ბინა ბანკიდან, რომელიც მესაკუთრეს ჩამოერთვა. მე, ასეთი ადამიანი ვარ და არასოდეს გადავიხდი თანხას იმაში, რაც სხვისი გაჭირვების გამო გაიაფდა. მე, ვერასოდეს ვიმუშავებ აღსრულების ოფიცრად . ვერასოდეს – მე, ასეთი ადამიანი ვარ, მაგრამ ამავე დროს, კანონის დამცველ სახელმწიფოში მინდა ვიცხოვრო.. მევახშეობა და მევახშეებით გამწარებული ოჯახები – ეს უდიდესი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არსებობს ეს ყველაფერი და ვერაფერს ვუშვებით. კეკელიძეზე გამოსახლების თემა ზედმიწევნით სიღრმისეულად შევისწავლე და რაც მანდ მოხდა, არის ის რასაც კანონის დაცვა ჰქვია…

ემოციურად, აღნიშნული ფაქტი, არის უმძიმესი, მაგრამ რა ქნას აღსრულებამ მაშინ, როდესაც მესაკუთრე ითხოვს ბინაში შესვლას? რა ქნას სახელმწიფომ მაშინ, როდესაც გამსესხებელი და მსესხებელი თანხმდებიან და ბინა სხვისი ხდება? დაჭერა, გამოსახლება და ა.შ, ეს ის ქმედებებია, რომელიც ყოველთვის გულზე გხვდება, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა შეასრულოს ის, რაც მას კანონით ევალება?.. პირველი რაც ვიკითხე, ამ ყინვაში რატომ ასახლებენთქო? და პასუხი იყო: ხუთჯერ გადავუვადეთ გამოსახლებაო…. ახლა რა უნდა ქნან თქო? მევახშე და ძველი მესაკუთრე მივიდნენ კონკრეტულ შეთანხმებამდე, ყველაფერი დალაგდებაო… ეს არის ის, რაც მე ვიცი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ემოციურად უმძიმესი სანახავია ნებისმიერი გამოსახლება, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს კანონი და ის ხალხიც, რომლებიც კანონის აღსრულებაში იღებენ მონაწილეობას .. და ბოლოს: ვინც აღნიშნულ ფაქტს, საკუთარ პოლიტიკურ ქულების აფიშირებისთვის გააპროტესტებს, მევახშეზე უარესია ჩემი აზრით… ყველანი დავწყნარდეთ და ზედმეტად ,,გადავირიეს” შევეშვათ !!!“- წერს ირაკლი ლატარია.

Post navigation

Previous: აპელირება იმაზე, რომ მევახშეობა დიდი პრობლემაა, არ გვათავისუფლებს კანონისადმი პატივისცემისა და მისი დაცვის აუცილებლობისაგან
Next: იქნებ იმიტომ ხდება ეს ყველაფერ ასე, რომ ახალგაზრდობის ეს ნაწილი, არც ჯარში მიდის, არც არაფერს არ ქმნის თვის შრომით და ოფლით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.