“ძალიან სუსტად არის, ძირითადად უნდა წოლა, თუ ადგება ბარბაცებს, ფეხის გულებში არ აქვს მგრძნობელობა, იატაკს ვერ გრძნობს ადამიანი, ამიტომ, ყოველი მისი ნაბიჯი არის საშიში, იმიტომ, რომ შეიძლება დაეცეს”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გიული ალასანიამ.
“დაზიანებული აქვს ხერხემალი, მგონი ფეხებში რომ არ აქვს მგრძნობელობა, ეს არის ძირითადი მიზეზი”– განაცხადა გიული ალასანიამ 25 იანვარს, ტვ “პირველთან” საუბრისას.
