Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ამ ფორმაშიც კი, „ქართული ოცნების“ ყველა წევრს სჯობს, თან ღირსებითა და სიმართლით, ცხრა თვეში ვნახავთ, არჩევნებზე რა შედეგი დაიდება

მარშალ პრესი 25/01/2024
დავით ხაჯიშვილი

ირაკლი კობახიძის სურვილები და ბოდვები არაერთხელ მოგვისმენია. მას ვურჩევდი, საზეიმო სცენა არ ააწყონ, რომლის დაშლაც მჟავე სახეებით მოუწევთ, რადგან არჩევნებს წააგებენ და ოპოზიციაში გადავლენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „წინა არჩევნებზე ერთს ამბობდნენ, თუმცა მეორე შედეგი დგებოდა“.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია დღეს თავის ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ამ ფორმაშიც კი „ქართული ოცნების“ ყველა წევრს ოპოზიცია სჯობს და თან ღირსებითა და სიმართლით. მომავალ ცხრა თვეში ვნახავთ, არჩევნებზე, რა შედეგი დაიდება“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

Post navigation

Previous: ბინები დღიურად
Next: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.