Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: საქართველო იმ ქვეყნების ოთხეულში მოხვდა, რომლებიც უკრაინას გვერდით უდგას – ვისურვებდი, უკრაინის ელჩი მალე დაბრუნდეს, რადგან საქართველო არ იმსახურებს, რომ მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყოს

მარშალ პრესი 08/05/2022
ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანის თქმით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ლოგიკაში აბსოლუტურად არ ჯდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„საქართველო იმ ქვეყნების ოთხეულში მოხვდა, რომლებიც უკრაინას გვერდით უდგას. ელჩი ბელარუსში ჰყავთ, ქვეყანაში, საიდანაც უკრაინა დღესდღეობით იბომბება და საქართველოდან გაწვეული ჰყავთ. აი, ასეთი ალოგიკური რაღაცები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ვისურვებდი, ელჩი მალე დაბრუნდეს საქართველოში, რადგან საქართველო უბრალოდ, არ იმსახურებს იმას, რომ მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

IRI-ის გამოკითხვით, პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ უკრაინას ომის დროს ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი 31 მარტს მოაწერა.

Continue Reading

Previous: მიხეილ ყაველაშვილი: არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად ყველაფერს აკეთებს
Next: თბილისის საკრებულოში ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025