Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1 მარტამდე გაგრძელდა

მარშალ პრესი 25/01/2024
205

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.
დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს.

დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.
საქართველოს მთავრობა, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 900 მილიონის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

Post navigation

Previous: მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაცმოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების არსებობა არ შეიძლება, არის ის, რომ ისინი 100%-ით უცხოური ძალების ინტერესებს ატარებენ
Next: დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე!თუ არა და… წარმოდგენაც მზარავს – გოგა ხაინდრავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.