Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოყოფს

მარშალ პრესი 08/05/2022
დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში კიდევ 1,3 მილიარდი ფუნტით (1,6 მილიარდი აშშ დოლარი) დაეხმარება. ამის შესახებ Reuters-ი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დახმარების ეს პაკეტი ბრიტანეთის მთავრობის მიერ უკრაინისთვის აქამდე გამოყოფილ თანხაზე თითქმის ორჯერ მეტია.

„პუტინის სასტიკი თავდასხმა არა მარტო აუწერელ განადგურებას იწვევს უკრაინაში, ის ასევე საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში“, – აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონის განცხადებაში. გასულ კვირას ის პირველი დასავლელი ლიდერი გახდა, ვინც რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართა.

დღესვე დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ.

Post navigation

Previous: ჰონგ-კონგის ახალ ლიდერად ჯონ ლი აირჩიეს
Next: მიხეილ ყაველაშვილი: არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად ყველაფერს აკეთებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.