IMG.GE IMG.GE

თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, იქონიებს თუ რა ეპიდვითარებაზე გავლენას ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, ენდელაძე აცხადებს, რომ რეგულაციისა და კანონდარღვევის ყველა შემთხვევა გარკვეულწილად იქონიებს გავლენას.

„მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა. ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ ალბათ, საჭიროა განმეორება. აუცილებელია რეგულაციების დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE